“სისულელეა. თუ ვინმე რამე ცუდს ამბობს დიმაზე, ვფიქრობ ბოდიში აქვს მოსახდელი, იმიტომ, რომ არანაირი ასეთი ფაქტი არ ყოფილა”– ასე გამოეხმაურა ფეხბირთელი ბუდუ ზივზივაძე გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს დიმიტრი ობოლაძემ მას სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა არ მისცა ღონისძიებაზე, რომელიც საქართველოს ნაკრებს მიეძღვნა.
