Skip to content
16/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ჩვენი სახელმწიფოს სხვადასხვა ინდექსებში საგრძნობი პროგრესის გამო, კოგნიტურ დისონანსში არიან უსამშობლო ელემენტები და საქართველოს ფსევდო მეგობრები – “ჩამოშლილ” და “გარუსებულ” მმართველობას ამდენი პოზიტიური შეფასება ვერცერთ სფეროში ექნებოდა

მარშალ პრესი 26/06/2024
gia abashidze

სასიხარულოა, რომ საქართველოში უარგუმენტო, აპოკალიფსური სურათის ცრუ წარმოჩენის ფონზე, გრძელდება საერთაშორისო რეიტინგებში ჩვენი ქვეყნის წამყვანი პოზიციონირება, – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე, რითაც ეხმიანება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს, რომლის თანახმად, საქართველო ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის შეფასების უმაღლეს საფეხურზეა.

მისი განცხადებით, საქართველოს ფსევდო-მეგობრები კოგნიტურ დისონანსში არიან, ქვეყნის საგრძნობი პროგრესის გამო, თუმცა, ჯიუტან განაგრძობენ ქართველი ერის წინააღმდეგ ქმედებებს.

“სასიხარულოა, რომ საქართველოში უარგუმენტო, აპოკალიფსური სურათის ცრუ წარმოჩენის ფონზე, გრძელდება საერთაშორისო რეიტინგებში ჩვენი ქვეყნის წამყვანი პოზიციონირება.
“ჩამოშლილ” და “გარუსებულ” მმართველობას ამდენი პოზიტიური შეფასება ვერცერთ სფეროში ექნებოდა.

კოგნიტურ დისონანსში არიან უსამშობლო ელემენტები და საქართველოს ფსევდომეგობრები ჩვენი სახელმწიფოს სხვადასხვა ინდექსებში საგრძნობი პროგრესის გამო, თუმცა ჯიუტად განაგრძობენ მავნებლურ “შტრაიკბრეხერობას” ქართველი ერის წინააღმდეგ. ამგვარი პოზიციონირებით, ელექტორალურად მათთვის სასურველი შედეგი ვერასდროს იქნება საქართველოში.

ამჯერად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლო ანგარიშში საქართველო ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის შეფასების უმაღლეს საფეხურზეა და უკვე მე-9 წელია ინარჩუნებს ადგილს ე. წ. პირველ კალათაში, ხოლო ტალინში მდებარე „ელექტრონული მმართველობის აკადემიის ფონდის“ კიბერუსაფრთხოების ეროვნულ ინდექსში საქართველომ მსოფლიოში 22-ე, ევროპაში კი მე-16 პოზიცია დაიკავა.” – წერს აბაშიძე სოციალურ ქსელში.

Post navigation

Previous: რა უსარგებლო ბალასტიც ადგილობრივ დონეზე გვყავს ოპოზიციაში, ასეთივე უსარგებლოები გახდებიან გარე აქტორებისათვის ოქტომბრის შემდეგ
Next: 17 მაისს, როდესაც საქართველოს მილიონამდე მოქალაქე გამოვიდა დედაქალაქისა და რეგიონების ქუჩებში, ფაქტობრივად, სახალხო რეფერენდუმი შედგა კონსტიტუციურ პროექტებთან დაკავშირებით

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.