Skip to content
03/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • უკატეგორიო

აგენტოკრატიის მონა, კონსტიტუციის დამრღვევი, ხალხთან დაპირისპირებული ე.წ. პრეზიდენტი კრიმინალურ ელემენტად იქცა – ჩვენს ელჩებს საბოტაჟისკენ მოუწოდებს

მარშალ პრესი 21/06/2024
gia abashidze

აგენტოკრატიის მონა, კონსტიტუციის დამრღვევი, ხალხთან დაპირისპირებული ე.წ. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კრიმინალურ ელემენტად იქცა – ჩვენს ელჩებს საბოტაჟისკენ მოუწოდებს, – ასე აფასებს ანალიტიკოსი გია აბაშიძე, სალომე ზურაბიშვილის მიერ საქართველოს ელჩების მისამართით გაკეთებულ განცხადებას – “ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის არა ჩვეულებრივი არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდება, მაგრამ თქვენთვის არჩევანის დრო უკვე დადგა.”

როგორც აბაშიძე აღნიშნავს, არ იქნება გასაკვირი, თუ ზურაბიშვილი მსგავსი შინაარსის გზავნილს თავდაცვის ძალებისა და სამართალდამცველების მისამართითაც გააჟღერებს, ვინაიდან აშკარაა, რომ არჩევნების შედეგებს იგი არალეგიტიმურად გამოაცხადებს და საქართველოსთვის მაქსიმალური ზიანის მიყენებას ეცდება.

“აგენტოკრატიის მონა, კონსტიტუციის დამრღვევი, ხალხთან დაპირისპირებული ე.წ. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კრიმინალურ ელემენტად იქცა – ჩვენს ელჩებს საბოტაჟისკენ მოუწოდებს. არ იქნება გასაკვირი თუკი ცერემონიული დე ფაქტო პრეზიდენტი იგივე მოღალატეობრივ მიმართვას გააკეთებს თავდაცვის ძალებისა და სამართალდამცველების მისამართით. აშკარაა, რომ მორიგ დემოკრატიულ არჩევნებს ოქტომბერში, აგენტოკრატიის ლაქია, უსამშობლო სალომე ზურაბიშვილი “არალეგიტიმურად” გამოაცხადებს და ეცდება მაქსიმალური ზიანი მიაყენოს საქართველოს სახელმწიფოებრიობას და სუვერენიტეტს. ორბელიანების სასახლეში ჩაბუდებული ტოქსიკური არსების, სალომე ზურაბიშვილის ნაცჭაობი დასაშრობია!” – წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.

Post navigation

Previous: დღეს, როდესაც მედიამ როგორც იქნა ჩაისუნთქა თავისუფლების ჰაერი, ძალიან მძიმე სანახავია, რომ სოლიდურობაზე და მიუკერძოებლობაზე პრეტენზიის მქონე ცალკეული მედია საშუალებები, ფაქტობრივად გადაიქცნენ მხარედ
Next: გამოვიდეს ოპოზიცია და თქვას – ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონი რუსულია, ოჯახური სიწმინდის დაცვა კი რუსული მეთოდი. თქვან და ნახავენ ამომრჩეველთა მხრიდან რასაც მიიღებენ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.