Skip to content
09/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში პროექტის ,,განავითარე შენი სოფელი” ფარგლებში, წარმოდგენილი 15 პროექტის განხილვა გაიმართა

მარშალ პრესი 21/06/2024
448663581_848621717320415_7886531265464429385_n

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში პროექტის ,,განავითარე შენი სოფელი” ფარგლებში, წარმოდგენილი 15 პროექტის განხილვა გაიმართა.
წარმოდგენილი პროექტები ეხებოდა ტურისტულად მიმზიდველი ადგილებისათვის ინფრასტრუქტურის მოწყობას, ახალი ტურების დაგეგმვას, არსებული მატერიალურ -კულტურული ძეგლების შესახებ ცნობიერების ამაღლებას.

პროექტის ფარგლებში აღნიშნულ საკითხებზე ტურიზმის ექსპერტთან, ბსუ-ს ტურიზმის ფაკულტეტის დეკანთან და ასოცირებულ პროფესორ ირაკლი კორძაიასთან ერთად, სხვადასხვა სახის ღონისძიებები დაიგეგმა, რომლის მიხედვით დაისახება მუნიციპალიტეტის ტურიზმის განვითარების გეგმა.

განხილვას, მერიის განათლებისა და კულტურის სამსახურის ხელმძღვანელი ქეთევან დევაძე, ხელვაჩაურის მუნიციპალური ინსპექციის, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ხელმძღვანელი ირაკლი თურმანიძე ესწრებოდნენ.
პროექტი მერიის განათლებისა და კულტურის სამსახურის, ტურიზმის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

Post navigation

Previous: დღევანდელ ამერიკელ, ბრიტანელ და ევროკავშირის ელჩებსაც აშკარად ეტყობათ, რომ „წვალობენ”, რომ რაღაც „უხილავი” ძალა მათ თითქოს მუდმივი „ძაბვისა” და ტურბულენტობის ქვეშ ამყოფებს
Next: კანადამ(აც) მიიღო გამჭვირვალობის კანონი, ე.ი. რაც არ შეიძლება ჩვენთვის და „რუსულია,“ კანადისთვის, ისე როგორც უამრავი სხვა ქვეყნისთვის შეიძლება და დემოკრატიის განმტკიცებას ემსახურება!

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.