IMG.GE ___________________________________ IMG.GE

ოზურგეთის რაიონული პროკურორი,46 წლის ფრიდონ ქარცივაძე კორონავირუსით გარდაიცვალა.

46 წლის პროკურორი მკურნალობას ბათუმის სამედიცინო ცენტრში გადიოდა.
ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ქარცივაძის მკურნალობის პროცესში მარინა ეზუგბაიაც იყო ჩართული, თუმცა, თანმდევი დაავადებების გართულების გამო, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მომხდარის გამო მთავარი პროკურატურა სამძიმრის წერილს

“ფრიდონ ქარცივაძე იყო სამაგალითო კოლეგა, პროფესიონალი, მაღალკვალიფიციური პროკურორი და ღირსეული ადამიანი. იგი მრავალი წლის მანძილზე, მასზე დაკისრებულ მოვალეობას სანიმუშოდ ასრულებდა. პროკურატურაში საქმიანობის პერიოდში, ფრიდონ ქარცივაძე წარმატებული მუშაობისთვის მრავალჯერ დაჯილდოვდა.

2019 წელს, საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს აღმშენებლობისა და კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ღირსების ორდენი გადაეცა.
საქართველოს პროკურატურა ამ უდიდესი დანაკარგის გამო სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს და კოლეგებს.”– ნათქვამია უწყების წერილში.

 

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება