Skip to content
14/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • მედია

გულდასაწყვეტია, როცა დასასრული გაუგებარია, მინიმუმ აუხსნელი – “მთავარ არხზე” დაიხურა გადაცემა, რომელსაც სოფო ჯაფარიძე უძღვებოდა

მარშალ პრესი 24/02/2024
სოფო ჯაფარიძე3

“მთავარ არხზე” დაიხურა გადაცემა, რომელსაც სოფო ჯაფარიძე უძღვებოდა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს და ამბობს, რომ გაუგებარი და აუხსნელია მიზეზი, რის გამოც პროექტი დაუხურა.

ამის მიუხედავად, სოფო ჯაფარიძე მადლობას უხდის არხის ხელმძღვანელობას და გადაცემის ყოფილ გუნდს.

“ამ პოსტით, პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ერთგულ მაყურებელს, რომლის სიყვარულსაც ჩემი სატელევიზიო ცხოვრების ყველა ნაბიჯზე ვგრძნობდი.
ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული – თუმცა, გულდასაწყვეტია, როცა დასასრული გაუგებარია, მინიმუმ აუხსნელი.

მინდა გითხრათ, რომ არხის გადაწყვეტილებით დასრულდა ჩემი უსაყვარლესი „მთავარი დიაგნოზის“ ერა – მიზეზი ჩემთვის უცნობია. აქვე, მადლობას გადავუხდი არხს და „მთავარი დიაგნოზის“ გუნდს – ჩემს მეგობრებს 3 წლიანი თანამშრომლობისთვის.

ძალიან მიყვარხართ, წარმატებები თქვენ!

კიდევ ერთხელ, უღრმესი მადლობა ჩემს მაყურებელს, რომელთა უპირობო დამსახურებაც იყო ჩემი გადაცემის მაღალი რეიტინგი წლების განმავლობაში.
დროებით გემშვიდობებით, მალე ისევ აუცილებლად შევხვდებით ერთმანეთს”– წერს სოფო ჯაფარიძე.

Post navigation

Previous: საქართველო მხარში უდგას უკრაინელ ხალხს ამ უთანასწორო ომში – შალვა პაპუაშვილი
Next: ასეთი გაბაიბურებულები, როგორც ჩვენ ვართ სალომე ზურაბიშვილისგან, არავინ არ არის – დოდო ხურცილავა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.