Skip to content
12/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი თურქეთის ელჩს შეხვდა

მარშალ პრესი 23/02/2024
7177eb11-4fab-4add-a400-b812c9c2a953

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ალი ქაან ორბაის შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებს. ყურადღება გამახვილდა ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებზე, მათ შორის განიხილეს რეგიონულ გეოსტრატეგიულ პროექტებში საქართველოსა და თურქეთის აქტიური თანამშრომლობა. აღინიშნა, რომ არსებული რეგიონული პროექტები ორ ქვეყანას შორის ეფექტიანი და საიმედო პარტნიორობის ნათელი მაგალითია.

განიხილეს ასევე რეგიონში არსებული ვითარება. ხაზი გაესვა რეგიონის შემდგომი განვითარებისა და გრძელვადიანი კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას.  აღინიშნა, რომ საქართველო აფასებს თურქეთის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით.

 

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს ტელეფონით ესაუბრა
Next: ეს ხალხი არ არის ოპოზიცია, ეს არის ხელისუფლებაში მოსვლის ჟინით შეპყრობილი დესტრუქციული დაჯგუფება – ნინო ფოჩხუა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.