Skip to content
11/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილი თავად არ იღებს გადაწყვეტილებებს, ის გააკეთებს იმას, რა დავალებასაც მისცემენ

მარშალ პრესი 20/02/2024
სოზარ სუბარი

„ძალიან კარგად გახსოვთ, თუ როგორ უწოდებდა ოპოზიცია დღეს უკვე მათივე ლიდერ სალომე ზურაბიშვილს – რუსეთის აგენტს, პუტინის რეზიდენტს, მოღალატეს და ა.შ.“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

სოზარ სუბარმა უპასუხა კითხვას, თუ რას გულისხმობდა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი გურამ მაჭარაშვილი განცხადებაში: „თუ ვინმე რუსეთთან ახლოს არის, ეს არის სალომე ზურაბიშვილი. თავისი წარსული გაიხსენოს“.

„სააკაშვილი, გვარამია და ა.შ. ყველა ერთ ხმაში აცხადებდა ამას, რომ სალომე ზურაბიშვილი რუსეთის აგენტი იყო. გურამ მაჭარაშვილიც ოპოზიციის მაშინდელ ამ ნარატივს, ეტყობა, დაეთანხმა. თუ ისინი ტყუოდნენ, კარგი იქნება თუ ბოდიშს მოუხდიან საზოგადოებას და ეტყვიან, რომ ცდებოდნენ და რომ მათი ასეთი შეცდომები ხშირია. თუ არადა, ახსნან, რატომ უწოდებდნენ სალომე ზურაბიშვილს რუსეთის რეზიდენტს“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

სოზარ სუბარის თქმით, სალომე ზურაბიშვილი სხვა ქვეყნის დავლებით მოქმედებს და ის, ამ ეტაპზე, დამკვეთებისგან მითითებების მიღებას ელოდება. „სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილი თავად არ იღებს გადაწყვეტილებებს. ამ ბოლო დროს, ეს ძალიან ბევრჯერ გამოვლინდა. ის გააკეთებს იმას, რა დავალებასაც მისცემენ. როგორც ჩანს, დავალება ჯერ არ არის მკაფიოდ ჩამოყალიბებული, ან რაღაცას ელოდებიან.

მართლა არავინ არ იცის, სააკაშვილის გამოსვლა მეტ ხმას მოუტანს კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“, თუ პირიქით, უფრო მეტად დააზიანებს. ამიტომაც, ჯერ ზუსტი მითითება სალომე ზურაბიშვილს არ აქვს, მაგრამ, როცა ამ მითითებას მიიღებს, ის მოიქცევა ისე, როგორც უბრძანებენ და მიუთითებენ. ძალიან სამწუხაროა, რომ გვყავს პრეზიდენტი, რომელიც სხვა ქვეყნის დავალებით მოქმედებს. სამწუხაროდ, ამ რეალობის წინაშე ვდგავართ და ეს შეცდომა სხვა დროს არ უნდა დავუშვათ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

Post navigation

Previous: ჩვენ არ ვართ ვიღაცის კოლონია, რომ თავისთვის დემოკრატიის სხვა წესები ჰქონდეთ, ჩვენ კი გვითხრან – ისე მოიქეცით, როგორც გიკარნახებთო
Next: ეს არის ჩვენი მოსახლეობისთვის თვალში ნაცრის შეყრა – მაია ბითაძე ნაც.მოძრაობაზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.