Skip to content
11/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, ჯეიმზ ო’ბრაიანს შეხვდა

მარშალ პრესი 18/02/2024
2e94396f-fa4d-4efc-a457-332f0791b80d

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ილია დარჩიაშვილმა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან, ჯეიმზ ო’ბრაიანთან გამართა შეხვედრა.

განხილული იქნა ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები. მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები რეგიონალური უსაფრთხოების, საქართველოს სამშვიდობო  ინიციატივის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის შესახებ. ისაუბრეს კონფლიქტის მოგვარების სამშვიდობო პოლიტიკაზე და ამ პროცესში საერთაშორისო პარტნიორების როლზე. ხაზი გაესვა აშშ-სა და საქართველოს შორის წარმატებულ სექტორულ  თანამშრომლობას, მათ შორის საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების მხრივ და ამ კუთხით აღინიშნა ბატონი ო’ ბრაიანის წარმატებული ვიზიტი გასულ წელს საქართველოში.

მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის შემდგომი განმტკიცების გზებზე.

Post navigation

Previous: მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამართული ჩემი შეხვედრები ემსახურებოდა მთავარ მიზანს – საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფის და ევროინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერის მობილიზებას
Next: “ქართველ კოლეგას კიდევ ერთხელ დავუდასტურე მხარდაჭერა ევროპულ გზაზე” – საფრანგეთის ევროპისა და საგრეო საქმეთა მინისტრი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.