Skip to content
11/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

თავდაცვის მინისტრი მე-4 ქვეით ბრიგადას ესტუმრა

მარშალ პრესი 16/02/2024
427021270_3603100360004094_4479787750997623789_n

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე არსებულ მდგომარეობას ეცნობა. პირველი ვიზიტი მან ვაზიანში მდებარე თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის მე-4 ქვეით ბრიგადაში განახორციელა. სამხედრო ბაზაზე არსებული მდგომარეობა ირაკლი ჩიქოვანს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელმა პირებმა გააცნეს. თავდაცვის მინისტრს აღმოსავლეთის სარდლობის სტრუქტურის, ამოცანებისა და მიზნების შესახებ პრეზენტაცია აღმოსავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა როლანდ ძნელაძემ წარუდგინა. მინისტრმა დეტალური ინფორმაცია მიიღო მიმდინარე პროექტების შესახებ. ირაკლი ჩიქოვანმა მხარდაჭერა აღუთქვა თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს სამომავლო გეგმების წარმატებით განხორციელებაში. 

თავდაცვის მინისტრმა სამხედრო ბაზის სამწყობრო მოედანზე წარმოდგენილი სამხედრო ტექნიკა, შეიარაღება და ეკიპირება დაათვალიერა. მინისტრი განხორციელებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და სამხედრო მოსამსახურეების საცხოვრებელ პირობებს გაეცნო. უწყების ხელმძღვანელმა სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე არსებული ყაზარმები, ლაზარეთი, სიმულაციების ცენტრი, სპორტული დარბაზი და ჯავშანტექნიკის საცავები მოინახულა. 

მინისტრი სამხედრო მოსამსახურეების კვებითი უზრუნველყოფის პირობებსაც გაეცნო და სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად ისადილა.

Post navigation

Previous: “ლელომ” თქვა, რომ მას ექნება 9 %-იანი ზრდა, გახარიამ თქვა, 25 მდიდარი ოჯახია – ამით შეაცურეს თავიანთი საარჩევნო ციფრები ამომრჩეველს, ჩვენ ვიტყვით, რომ 41-ჯერ გავანადგურებთ პოლიტიკურად
Next: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ირაკლი კობახიძეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დამტკიცებას ულოცავს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.