Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ხაზარაძე, როგორ ბედავს (ალბათ, ესეც ჩვენი ბრალია), რომ ბიძინა ივანიშვილზე იძახის გავაძევებ ქვეყნიდანო – მიხეილ ყაველაშვილი

მარშალ პრესი 14/02/2024
მიხეილ ყაველაშვილი

„ხაზარაძე, როგორ ბედავს (ალბათ, ესეც ჩვენი ბრალია), რომ ბიძინა ივანიშვილზე იძახის გავაძევებ ქვეყნიდანო“, – ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ ყაველაშვილმა მედიასთან განაცხადა.

მისი თქმით, მსოფლიოში ბიძინა ივანიშვილის მსგავსი ქველმოქმედების ჩამდენი ადამიანი არ არსებობს.

„ხაზარაძე, როგორ ბედავს (ალბათ, ესეც ჩვენი ბრალია), რომ ბიძინა ივანიშვილზე იძახის გავაძევებ ქვეყნიდანო. ვინ არის ის? – ერთი მომხრე მოიყვანოს და გვანახოს რა დამსახურება აქვს იმდენი, რომ ბედავს და საქართველოს მოქალაქეებს აკადრებს ასეთ რამეს, რომ ამ ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი ქველმოქმედი ადამიანის (მე არ მეგულება და არ მსმენია, რომ მსოფლიოში მსგავსი ქველმოქმედების ადამიანი არსებობდეს), ქვეყნიდან გაძევებაზე საუბრობ.

ნუთუ არ უნდა ჰქონდეს საქართველოს მოქალაქეს განცდა და დააფასოს ის, რაც ამ კაცმა უანგაროდ გაუკეთა შენს სამშობლოს, ქვეყანას, ეკლესიას – უამრავი ძეგლი აღადგინა, კულტურის და სპორტის მოღვაწეებს უანგაროდ ეხმარება.

და ამხელა უანგაროდ გაკეთებული სიკეთის მიუხედავად, ხაზარაძე გამოდის და პოლიტიკური ნიშნით პირდაპირ აცხადებს, რომ გააძევებს ქვეყნიდან. როგორ შეიძლება საქართველოს მოქალაქემ ამაზე რეაგირება არ მოახდინოს და არ დაიცვას, ვინც არ უნდა იყოს ეს ადამიანი, და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილზეა საუბარი. ეს ვიღაცა ვიგინდარა მევახშე როგორ ბედავს ბიძინა ივანიშვილის ქვეყნიდან გაძევებაზე საუბარს.

ჩვენ ხომ ვიცით, ეს რას ემსახურება. გარეთაც ხომ იგივეა. მიუნხენის კონფერენციაზე ჩაწერეს, ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილიო და ამაზე უნდათ ააწყონ მთელი პროცესი. ეს ხომ გავლილი თემაა. გავიხსენოთ, კანდიდატის სტატუსის მოცემამდე რა ხდებოდა. ევროპარლამენტის რეზოლუციებში ბიძინა ივანიშვილზე არ იყო აქცენტი გაკეთებული? რატომ? იმიტომ, რომ საქართველოში ამ კაცს დიდი ავტორიტეტი აქვს. დავმალოთ ეს ყველაფერი? თუ პასუხი არ გავცეთ სათანადოდ?“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

Continue Reading

Previous: არჩევნები ჩატარდება სამართლიანად, გამჭვირვალედ და ასეთი ტიპის არჩევნებში ერთიან „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის განშტოებებს, რა თქმა უნდა, წარმატების იმედი არ აქვთ
Next: საერთოდ რა უნდა პეტრეს იქ სადაც არის? – მგონია, რომ ბორკილებად ადევს ის ანაფორა – დათო ლიკლიკაძე პეტრე კვარაცხელიაზე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025