Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მცდელობაა, რომ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში – კახა კალაძე ნიკა გვარამიას პარტიაზე

მარშალ პრესი 09/02/2024
კახა კალაძე

„შეიძლება დღეს დაარქვან „ლელო“, გახარიები, „დროა“ და ა.შ. მცდელობა არის ერთი რამ, რომ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში, უთხრან, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის წარსული, ეს არის ძალიან დამძიმებული პარტია და ახალი სახეებით, ახალი ენერგიით უნდა ჩამოყალიბდეს ახალი პარტია“– ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ნიკა გვარამიას მიერ პარტიის შექმნის შესახებ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც თბილისის მერმა განაცხადა, ეს ის ადამიანები არიან, ვინც იმ ბოროტებას აკეთებდნენ 9 წლის განმავლობაში და დღეს უნდათ წარმოაჩინონ ეს ადამიანები ახალ სახეებად.

„გვარამია რომელი ახალი სახეა? მთელი ამ წლის განმავლობაში, თუკი რაიმე სიბინძურე შეიძლება ადამიანმა მოიფიქრო, დააბრალო და იკადრო, ყველაფერი გააკეთა. ცხადია, ეს ის ადამიანები არიან, ვინც იმ ბოროტებას აკეთებდნენ იმ 9 წლის განმავლობაში, რაც უმძიმესი იყო ჩვენი ქვეყნისთვის და დღეს უნდათ წარმოაჩინონ ეს ადამიანები ახალ სახეებად“-განაცხადა კახა კალაძემ.

Continue Reading

Previous: ძალიან უხერხულია, როდესაც ეს ადამიანები რაიმე სიახლეზე ან გამიჯვნაზე საუბრობენ – რატი იონათამიშვილი ნიკა გვარამიას პარტიაზე
Next: ნახეთ! შიშისაგან სული როგორ ძვრება ამ უსამშობლო სულიერ არსებას – ედიშერ გვენეტაძე სალომე ზურაბიშვილზე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025