Skip to content
10/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

„შუა დერეფანი“, საქართველოს გავლით – ყველაზე მოკლე და უსაფრთხო, აზია-ევროპის დამაკავშირებელი ეკონომიკური გზაა, რომლის ანალოგი დღეს ცივილიზებულ მსოფლიოს არ გააჩნია

მარშალ პრესი 08/02/2024
ქადაგიძე

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე პრემიერობის კანდიდატ ირაკლი კობახიძის სიტყვებს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ეკონომიკა საქართველოს განვითარებისთვის საკვანძო მნიშვნელობის საკითხია. ზურაბ ქადაგიძე აღნიშნულს ეთანხმება და „შუა დერეფნის“ მაგალითი მოჰყავს.

„სწორი ეკონომიკური პოლიტიკა გეოპოლიტიკური წარმატების გზამკვლევია! დღევანდელი მოცემულობიდან: 1. ჩრდილოეთის გზა (ტრანს-ციმბირული) რუსეთის გამო გაჩერებულია; 2. სამხრეთის გზა ირანის გამო საფრთხეების მატარებელია; 3. საზღვაო რკალი (ინდოეთიდან საუდის არაბეთის მიმართულებით, წითელი ზღვის გავლით) ისრაელის რეგიონული კონფლიქტის გამო ფეთქებადსაშიშია.

რჩება ერთადერთი ალტერნატივა – „შუა დერეფანი“, საქართველოს გავლით – ყველაზე მოკლე და უსაფრთხო, აზია-ევროპის დამაკავშირებელი ეკონომიკური გზა, რომლის ანალოგი დღეს ცივილიზებულ მსოფლიოს არ გააჩნია. ყველა საშუალებას იყენებს საქართველო, რომ „შუა დერეფნის“ მთავარი ბენეფიციარი და მოსარგებლე გახდეს. სწორედ ეს განსაზღვრავს ჩვენს მომავალ ეკონომიკურ მდგომარეობასა და შესაბამისად – გეოპოლიტიკურ უპირატესობას! მთავარია მშვიდობის პოლიტიკა და ეროვნული ინტერესების გამტარი ხელისუფლება“, – წერს ზურაბ ქადაგიძე.

Post navigation

Previous: ოპოზიციური ფლანგიდან ამ “ყველაზე ჩამჭრელ” კითხვების კასკადს, ირაკლი კობახიძემ თავის ჩვეულ დამაჯერებელ და აუღელვებელ მანერაში უპასუხა
Next: „რესპუბლიკელმა“ სენატორებმა სასაზღვრო კანონპროექტი დაბლოკეს. უკრაინისა და ისრაელის დახმარების მომავალი გაურკვეველია – გამოცემა “ვაშინგტონ პოსტი”

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.