„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი ბაღდათში მომხდარ ტრაგედიას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ აჭარისა და იმერეთის რეგიონებში დატრიალებული ტრაგედიის გამო. სამწუხაროდ, სტიქიამ ჩვენი არაერთი თანამოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. გულწრფელ სამძიმარს და თანაგრძნობას ვუცხადებ გარდაცვლილთა ოჯახების წევრებსა და ახლობლებს, მთლიანად ჩვენს საზოგადოებას“, – წერს ღარიბაშვილი.