Skip to content
29/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

დასავლური მედია კორუმპირებულია და ატყუებს მთელ მსოფლიოს, ამერიკელთა უმეტესობას კი წარმოდგენა არ აქვს, რატომ შეიჭრა პუტინი უკრაინაში ან რა გეგმები აქვს – ტაკერ კარლსონი

მარშალ პრესი 07/02/2024
ტაკერ კარლსონი

ამერიკელი ჟურნალისტი ტაკერ კარლსონი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ინტერვიუს ჩასაწერად მოსკოვში იმყოფება. ის ამ გადაწყვეტილების გამო აშშ-ში კრიტიკის ობიექტი გახდა. ჟურნალისტი X-ზე აქვეყნებს ვიდეოს, სადაც განმარტავს იმ მიზეზებს, რის გამოც რუსეთის პრეზიდენტთან ინტერვიუ მიზანშეწონილად მიიჩნია.

ჟურნალისტი ამბობს, რომ ასეთი ინტერვიუ სარისკო იყო, მაგრამ ამის გაკეთება გადაწყვიტა, რადგან პირველ რიგში, ეს მისი საქმეა და მსოფლიოს ინფორმირება მისი მოვალეობაა.

კარლსონის თქმით, უკრაინის ომიდან ორი წლის შემდეგ ამერიკელთა უმეტესობას წარმოდგენა არ აქვს, რატომ ხდება ეს ან რა ხდება რეგიონში. მისივე თქმით, უკრაინის ომმა მსოფლიო ბალანსში სერიოზული ცვლილებები და გლობალური გეოპოლიტიკური ლანდშაფტის რესტრუქტურიზაცია გამოიწვია. დოლარის კურსის შესუსტება კი ამ ცვლილებების ერთ-ერთი შედეგია.

დასავლური მედია, კარლსონის მტკიცებით, კორუმპირებულია და ატყუებს მთელ მსოფლიოს. ამერიკელთა უმეტესობას კი წარმოდგენა არ აქვს, რატომ შეიჭრა პუტინი უკრაინაში ან რა გეგმები აქვს.

Continue Reading

Previous: დაწესებული სანქციების მიუხედავად, რუსული ნავთობისგან დამზადებული მილიონობით ბარელი საწვავი კვლავ შედის დიდ ბრიტანეთში – BBC
Next: „სალომე ზურაბიშვილს დასავლეთიდან დაურეკეს და უთხრეს: – სალო გეყოფა ევროტურები ახლა შექმენი ფანჩატურები“- გურამ მაჭარაშვილი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025