Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საზოგადოებას ვერცერთ შემთხვევაში თვალში ნაცარს ვერ შეაყრიან – მიხეილ სარჯველაძე ნაც.მოძრაობაზე

მარშალ პრესი 04/02/2024
მიხეილ სარჯველაძე

მიხეილ სარჯველაძე

მათ უნდათ საზოგადოებამ დაივიწყოს, რომ ისინი ნაციონალები არიან. მათი მცდელობა მიმართულია აქეთკენ და არა იმაში, რომ გამოვიდნენ და საზოგადოებას უთხრან – დავაშავეთ და ასეთი აღარ უნდა განმეორდესო, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

„ნაციონალები ძალიან გვიან მიხვდნენ, რომ საზოგადოება არ იქნება შემწყნარებელი იმასთან დამოკიდებულებაში, რაც ხდებოდა საპატიმროებში და სხვა დაწესებულებებში. ამიტომ დაიწყეს პარტიისგან გამიჯვნა.

საზოგადოებას ვერცერთ შემთხვევაში თვალში ნაცარს ვერ შეაყრიან და ვერ ეტყვიან, რომ ეს ადამიანები ჩვენ ვიყავით, მაგრამ იმ „ბრენდის“ ქვეშ სხვანაირად ვმოქმედებდით და ახლა, ახალი „ბრენდის“ ქვეშ სხვანაირად ვიმოქმედებთო – ამაში საზოგადოებას ვერ დაარწმუნებენ. საზოგადოებას კონკრეტული სახელებითა და გვარებით ახსოვს ყველა, ვინ რაზეა პასუხისმგებელი“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

ნიკა გვარამია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გამიჯვნას ცდილობს და არჩევნებში ბრძოლას ახალი პარტიითა და ძველი სახეებით გეგმავს. გაერთიანებაში ზურაბ ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიასა და ნიკა მელიას ხედავს, დაწყებული აქვს კონსულტაციაც.

Continue Reading

Previous: ამ ძუკნებს ჰგონიათ, ამ ყველაფერზე არ ვილაპარაკებ? – დიმიტრი სამხარაძე
Next: “2024 წლის არჩევნებში ოლიგარქს საქართველოს კლანჭებიდან გავაგდებინებ!” – მიხეილ სააკაშვილი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025