‘ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს შეუძლია ერთი ხელის მოწერით დაუბრუნოს ჩემ შვილებს მამა”– განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა 20 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩართვისას, სადაც, ტრადიციულად, მხოლოდ პოლიტიკური განცხადება გააკეთა და მის საქმეზე არაფერი უთქვამს.
“რა თქმა უნდა, სულიერად ვარ უფრო მხნედ, ფიზიკურად, სამწუხაროდ, ექიმები ვერ ადასტურებენ რომ ვარ უკეთესად. ქალბატონი სალომე იძახის, რომ მე აღარ მაქვს სურვილი უცხოეთში გამგზავრების, საქმე იმაშია, რომ ეს არ არის ჩემ სურვილზე დამოკიდებული, სამწუხაროდ, ჩემი რეაბილიტაციას სჭირდება საქართველოს ფარგლებს გარეთ გარკვეული პერიოდი ყოფნა, ეს ასეა და რა თქმა უნდა, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს შეუძლია ერთი ხელის მოწერით დაუბრუნოს ჩემ შვილებს მამა, და რაც მთავარია, აღადგინოს პოლიტიკური ბალანსი საქართველოში” – თქვა სააკაშვილმა.