

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი ეხმიანება ეროვნული ბანკის მიერ, ოთარ ფარცხალაძის ანგარიშებზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნას:
“როდესაც საქართველოს ეროვნული ბანკი ამერიკული სანქციების ქვეშ მოყოლილი პირების – სხვა ქვეყნების (ძირითადად, რუსეთის!) მოქალაქეების ტრანზაქციების შეჩერებას შეუერთდა, მაშინ ეს სანქციები არ ეხებოდა საქართველოს მოქალაქეებს.
ფარცხალაძე ამ შეზღუდვაში ავტომატურად მოყვა.
მაგრამ, როდესაც გაირკვა, რომ ფარცხალაძე არა მხოლოდ რუსეთის, არამედ საქართველოს მოქალაქეც არის და მას საქართველოს კონსტიტუცია იცავს, ეროვნულმა ბანკმა შეზღუდვა მოუხსნა. რა არის აქ გაუგებარი?!“- წერს ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში.
