

ნინო ჯანგირაშვილი და ნინო ლომჯარია იმუქრებიან. ისინი ეხმიანებიან ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას, ოთარ ფარცხალაძისთვის ანგარიშებზე შეზღუდვის მოხსნასთან დაკავშირებით.
ლომჯარიაც და ჯანგირაშვილიც უკიდურესად აღშფოთებულები არიან, თუ როგორ გაბედა ეროვნულმა ბანკმა და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების წინააღმდეგ წავიდა.
“მოკლედ, რა იქნება ამის შემდეგ: ამერიკული სანქციების გვერდის ავლა ქვეყნის საბანკო სისტემის მიერ იწვევს გარდაუვალ და უფრო მძიმე სანქციებს. ეს სანქციები უკვე შეეხებათ არა მხოლოდ ფარცხალაძისნაირ რუსეთის აგენტებს, არამედ, მთლიანად საბანკო სისტემას, ბიზნესს, რიგით მოქალაქეებს.
ის რომ ევროკავშრის სტატუსი ცხვირწინ გამოგვაცალეს არ ეყოთ და ახლა იზოლირებულ და დასანქცირებულ ქვეყნად უნდათ რომ გვაქციონ!
ნათია თურნავა ხარ თუ ვინც ხართ მანდ, დროზე გააუქმეთ ეგ სამარცხვინო ბრძანება სანამ მოთმინება გვყოფნის, რუსეთის აგენტებს გადაგაყოლებინებთ ახლა ზუსტად ამ ქვეყანას და ჩვენი შვილების მომავალს! სამარცხვინოებო თქვენ!”– წერს ლომჯარია ფეისბუქზე.
ნინო ჯანგირაშვილი კი წერს:
ფინანსური სისტემის დანგრევაზეც თანახმაა ტიპი. დაუჯერებელია, სიგიჟის ისეთი ხარისხია. რაღაც ცხოველური შიშია ძალაუფლების დაკარგვის, ისეთი, რომ გონებას სრულად აბნელებს, თორემ როგორ შეიძლება არ იცოდეს ადამიანმა, რომ ამ ნანგრევებიდან ვერავინ გამოვა ცოცხალი, ყველას და ყველაფერს ჩაიყოლებს. მგონი დროა სუსის ბოდვები რეალობად ვაქციოთ.”- წერს ჯანგირაშვილი.
ამ თემაზე:
ეროვნული ბანკი ოთარ ფარცხალაძის სანქცირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
