

დღეს, საჯარო სკოლებში სასაწავლო პროცესი დაიწყო, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები, საკრებულოს თავმჯდომარე, ხელვაჩაურის რესურსცენტრის ხელმძღვანელი და საკრებულოს წევრები მუნიციპალიტეტის სხვადასხვა საჯარო სკოლებს ეწვივნენ.
მოსწავლეებსა და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს, წარმატებები უსურვეს და პირველკლასელებს კომპიუტერები გადასცეს.
სკოლები სრულ მზადყოფნაშია – გამართულია ინფრასტრუქტურა, ყველა მოსწავლეს გადაეცა სახელმძღვანელოები და ბუკები.
მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში წელს 816 პირველკლასელი ჩაირიცხა, ვუსურვებთ, რომ ეს წელი მათთვის მშვიდობიანი და წარმატებების მომტანი ყოფილიყოს, განსაკუთრებით ვულოცავთ ახალი სასწავლო წლის, ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას.
