

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის, ნიკოლოზ ჯანიაშვილის მიერ ინიცირებული პროგრამა ,,ერთი დღე სოფელში“ გრძელდება. პროგრამის ფარგლებში ნიკოლოზ ჯანიაშვილი დღეს სოფელ ზემო მაჩხაანს ეწვია.
მუნიციპალიტეტის მერი ზემო მაჩხაანში მერის წარმომადგენელთან , გიორგი იაკობიშვილთან ერთად საჯარო სკოლას და საბავშვო ბაგა -ბაღს ესტუმრა, პედაგოგებს შეხვდა და ახალი სასწავლო წლისთვის მიმდინარე სამზადისს ადგილზე გაეცნო .
ნიკოლოზ ჯანიაშვილმა რთვლის მიმდინარეობასთან დაკავშირებით ინფორმაცია უშუალოდ მოსახლეობისგან მიიღო, აღინიშნა, რომ პროცესი ორგანიზებულად და ვადების დაცვით ხორციელდება.
მერმა მიგრიაულების ოჯახი მოინახულა. ძლიერმა ქარმა მათ სახლს სახურავი გადახადა. სტიქიით შედეგად მიყენებული ზიანის აღმოფხვრაში მათ მერია ეხმარება და სახლს გადაუხურავს.
მერმა სოფლის მხარდაჭერის პროგრამით მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტი დაათვალიერა, რომელიც მოსახლეობამ სოფლის კრებაზე პრიორიტეტად დაასახელა.
,,ერთი დღე სოფელში“ მომავალშიც აქტიურ რეჟიმში გაგრძელდება. პროექტის ფარგლებში ნიკოლოზ ჯანიაშვილი ყველა სოფელს ეტაპობრივად ეწვევა.
