

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და ჯანმთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით, საკოორდინაციო-საინფორმაციო შეხვედრა თემაზე ,,იმუნიზაციის კომუნიკაციის ეროვნული კამპანია“ გაიმართა.
იმუნიზაციის კომუნიკაციის სპეციალისტებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია ქვეყნის იმუნიზაციის სიტუაციის ანალიზზე, იმუნიზაციის საკომუნიკაციო კამპანიის მიზნებზე, ამოცანებსა და მნიშვნელობაზე.
შეხვედრაზე განიხილეს იმუნიზაციის მოთხოვნის წარმოქმნასთან დაკავშირებული ადგილობრივი ბარიერები, გამოწვევები და შესაძლებლობები.
შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე მარი ზანაქიძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიორგი ქარცივაძე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელმძღვანელი რუსუდან შავიშვილი, რეგიონული საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სპეციალისტები და სხვა დაინტერესებულ მხარეები ესწრებოდნენ.
