

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოლექსი რეზნიკოვი თავდაცვის მინისტრობიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ უკრაინული გამოცემა “უნიანი” იტყობინება.
“გადავწყვიტე უკრაინის თავდაცვის მინისტრის შეცვლა. ოლექსი რეზნიკოვმა ეს 550 დღეზე მეტი სრულმასშტაბიანი ომი გამოიარა. ვფიქრობ, სამინისტროს სჭირდება ახალი მიდგომები და ურთიერთქმედების სხვა ფორმატები როგორც სამხედროებთან, ასევე მთლიანად საზოგადოებასთან“, – განაცხადა უკრაინის ლიდერმა.
ზელენსკის თქმით, თავდაცვის სამინისტროს რუსტემ უმეროვი უხელმძღვანელებს.
