საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმერ ზელენსკის მიერ საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევა შეცდომა იყო.
მისივე თქმით, არ არსებობს ალტერნატიული ქვეყანა, სადაც უკრაინის მოქალაქეებს ისე ექცეოდნენ, როგორც საქართველოში.
„ელჩის გაწვევა, ჩემი აზრით, რა თქმა უნდა, შეცდომა იყო. რაც უფრო სწრაფად დავივიწყებთ ჩვენ თუ რამე წყენა გვაქვს, უფრო სწრაფად განვითარდება ჩვენი ქვეყნები და მშვიდობა დადგება”, – განაცხადა მინისტრმა.