

თურქეთში დასრულდა არჩევნები. CNN TURK-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით რეჯეპ ტაიპ ერდოღანს 50.02 პროცენტი აქვს, ხოლო მის კონკურენტ ქემალ ქილიჩდაროღლუს 44.02%
დათვლილია უბნების 79 პროცენტზე მეტი. გრძელდება ხმების დათვლა.
თურქეთში საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები ერთდროულად გაიმართა. საარჩევნო უბნები დილის 8:00 საათზე გაიხსნა და 17:00 საათზე დაიხურა.
იმ შემთხვევაში, თუ ვერცერთი კანდიდატი ვერ გადალახავს 50 პროცენტიან ბარიერს, გაიმართება მეორე ტური, რომელიც 28 მაისს უნდა შედგეს.
