

აკა ზარქუამ, რომელიც გადაცემა “მრგვალი მაგიდის” წამყვანი იყო, ტელეკომპანია “ფორმულა” დატოვა. ის ერთადერთია, ვინც საჯაროდ განაცხადა არხის დატოვების შესახებ მას შემდეგ, რაც BBC-იმ საგამოძიებო რეპორტაჟი მოამზადა თალითური ქოლ-ცენტრების საქმეზე, რომელშიც დავით კეზერაშვილის გვარიც ფიგურირებს.
“ბოლო მოვლენებიდან გამომდინარე მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო გუნდი და შესაბამისად, აღარ ვიქნები გადაცემა მრგვალი მაგიდის თანაწამყვანი.მინდა მადლობა გადავუხადო თანამშრომლების და მეგობრების გუნდს, რომლებთან ერთად თავისუფლად ვაკეთებდი საყვარელ საქმეს”, – წერს ჟურნალისტი.
