

დავით კეზერაშვილმა რამდენიმედღიანი ფიქრის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ტელეკომპანია “ფორმულის” საკონტროლო პაკეტი არხის კოლექტივს გადასცეს, თუმცა, კონკრეტული პირობით.
კერძოდ, კეზერაშვილი მზად არის აქციების ნაწილი ახლავე მისცეს არხის გუნდს, მეორე ნაწილს კი მხოლოდ მას შემდეგ, რაც “ქართული ოცნების” ხელისუფლება შეიცვლება.
“მე უარს ვამბობ “ფორმულას” საკონტროლო პაკეტზე და არსებული წილის ნახევარს ახლავე გადავცემ ტელეკომპანიის კოლექტივს. მას შემდეგ კი, რაც დასრულდება ოლიგარქიული მმართველობა, “ფორმულას” კოლექტივსვე სრულად გადავცემ ჩემს დარჩენილი წილსაც.
ივანიშვილის ფაქტორის გაქრობისა და დასავლურ სივრცეში საბოლოოდ შესვლის შემდეგ, დარწმუნებული ვარ თავისუფალ მედიას ჩემი მონაწილეობის გარეშეც გაუჩნდება ბევრი სხვა საარსებო წყარო და აქ დაესმება წერტილი ჩემს აქტივობას მედიის მხარდაჭერის მიმართულებით და ზოგადად, ყველა ტიპის ჩართულობას ქართული პოლიტიკაში”, – წერია დავით კეზერაშვილის განცხადებაში.
