9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნება ნატოს წევრ რუმინეთსა და ჰოლოკოსტით დაზარალებულ ებრაელთა სახელმწიფო ისრაელში – ასე რომ, გაყოფა მთლად ასეც არ არის! – აღნიშნული განცხადება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე გააკეთა, სადაც ფაშიზმზე გამარჯვების თარიღის 9 მაისის ნაცვლად, 8 მაისს აღნიშვნის თაობაზე ოპოზიციის წარდგენილი ინიციატივა ცხარე დისკუსიის საგანი გახდა.
პროექტის ავტორებმა საკითხის დაჩქარებული წესით განხილვა მოითხოვეს, რაც უმრავლესობამ არ გაითვალისწინა. შესაბამისად, კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას ბიურომ მხარი არ დაუჭირა.