

კლინიკა “ვივამედი”-ს დირექტორ ნინო ნადირაძის განცხადებით, პაციენტ მიხეილ სააკაშვილის შესვლის დღიდან, მასზე და მის გუნდზე მუდმივად ნეგატიური და მუქარის შემცველი განცხადებები ისმის, რომ ისინი არიან მკვლელები, ცუდი ადამიანები და დასაჭერები.
ამის შესახებ მან 30 მარტს, გადაცემა “იმედი LIVE”-ში სტუმრობისას ისაუბრა.
“ჩემი გუნდის ხარჯზე, სხვას ნუ გადააბრალებთ თქვენს სტრატეგიას. რატომ უნდა ვიყოთ გაძლებაზე? ჩემი ინტერესების გამო 600 ადამიანს არ შევიწირავ იმიტომ, რომ მე ადამიანები მიყვარს და პატივს ვცემ. ის, რასაც 11 თვე ვითმენ, ესეც იმიტომ, რომ ძალიან კაცთმოყვარე ვარ და არასდროს, ჩემ გამო, სხვის ინტერესებს არ შევწირავ”- განაცხადა ნინო ნადირაძემ.
