პარლამენტმა 89 ხმით მხარი დაუჭირა პარლამენტის დადგენილების პროექტს „საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის – მეურვეობის კანდიდატთა შესარჩევი საპარლამენტო საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ დეპუტატებს მეურვეობის 3 კანდიდატის შესარჩევი საპარლამენტო საკონკურსო კომისიის წევრების შემადგენლობა გააცნო:
მაკო ჯაოშვილი – მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტ „ალტერბრიჯის“ ვიცე-რექტორი, ასოცირებული პროფესორი;
ბაკურ ბაკურაძე – რეჟისორი;
მიხეილ ჯავახიშვილი – მუსიკოსი, თბილისის ახალგაზრდული კაპელის ხელმძღვანელი;
ეკა მელქაძე – ჟურნალისტი;
ნინო მეუნარგია – ჟურნალისტი, რადიო „იმედის“ წამყვანი;
ერმილე მესხია – ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი;
გიორგი იმედაშვილი – საქართველოს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი;
გიორგი დავითური – ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მედიისა და გამოხატვის თავისუფლების მიმართულების ხელმძღვანელი;
მარიამ გოგოსაშვილი -საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი.
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის განცხადებით დადგენილება მიღებისთანავე ამოქმედდება