

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პარლამენტში, ჟურნალისტებთან საუბრისას, განაცხადა, რომ 6-მა პოლიტიკურმა პარტიამ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ცალკეული მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს და რევოლუციური გეგმების დაჩქარებაზე იმსჯელეს.
„ეს იქნებოდა სკანდალური ინფორმაცია, რომ არა ერთი ფაქტორი – ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ეს პოლიტიკური ძალა („ნაციონალური მოძრაომა“) თავიდან ბოლომდე ორიენტირებულია ქვეყანაში არეულობის შემოტანისკენ, თუმცა, თვითონ ფორმატია ძალიან საინტერესო, რა ნიშნით იყვნენ შერჩეულნი პოლიტიკური პარტიები, ყველასთვის გასაგებია – წარმოდგენილნი იყვნენ მხოლოდ ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც პირდაპირ არიან „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებულნი – თავად „ნაცმოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, ხოშტარიას პარტია და „ლელო“. ანუ 6 რადიკალური ოპოზიციური პარტია – „ნაცმოძრაობა“ და მისი სატელიტები. ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობდით, რომ ეს NGO-ები არიან ე.წ. NGO-ები. ამ არასამთავრობოების წარმომადგენლებიც იყვნენ იქ და იმ მედიასაშუალებების წარმომადგენლებიც, რომლებიც პირდაპირ ეკუთვნიან „ნაცმოძრაობას“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, მთავრობა არავის მისცემს რევოლუციური გეგმების განხორციელებისა და საქართველოს ომში ჩართვის საშუალებას.
