დღეს სანდრო გირგვლიანის მკვლელობის დღეა და რა სიმბოლური დამთხვევაა, მისი მკვლელი სისტემა – სახელწოდებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იმას არკვევს ლიდერიდან დაწყებული, მათ რიგებში ვინ არის აგენტი, – ამის შესახებ ექსპეტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.
„დღეს სანდრო გირგვლიანის მკვლელობის დღეა და რა სიმბოლური დამთხვევაა, მისი მკვლელი სისტემა – სახელწოდებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იმას არკვევს ლიდერიდან დაწყებული, მათ რიგებში ვინ არის აგენტი და რამდენი ქვეყნის სპეცსამსახურს ემსახურება.
რა ინტერპრეტაციაც არ უნდა მისცეთ „დემენციით“ შეპყრობილ სააკაშვილის ნათქვამს, რომ ის რუსეთის აგენტებმა „შემოიტყუეს“ საქართველოში, „ვანო ხერხემალის“ ტირილს, არა ვარ რუსეთის აგენტიო და ა.შ. მთავარი სახეზეა, ჩვენს ქვეყანას 9 წელი მართავდნენ, რომ იტყვიან „გახაზული“ და რამდენიმე პატრონის მომსახურე აგენტები. ყველაფერი შეუსრულეს მათ პატრონებს ერთის გარდა, ხელისუფლებაში ვეღარ დარჩნენ“, – წერს ანჯაფარიძე.