“შალვა ხაჭაპურიძე მართლა კარგი ადვოკატია და შემეცოდა ამ დასკვნით – ასე გამოეხმაურა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი ცენტრ “ემპათიის” დასკვნას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, რომელიც ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ უნდა წარადგინოს სასამართლოში.
“როდესაც წავიკითხე ეს დასკვნა, უბრალოდ შემეცოდა შალვა ხაჭაპურიძე ამ დასკვნით ხელში, რომელიც მივა სასამართლოში. არ უნდა დავუკარგოთ ადამიანს ის, რაც პროფესიაში მიღწევები აქვს. მე მახსოვს მისი სერიოზული შრომა, მაგრამ ამ დასკვნით, შალვამ რა უნდა გააკეთოს მე არ ვიცი”– განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმქა 5 დეკემბერს, გადაცემა “იმედი Live”-ში სტუმრობისას.