გავრცელებული ინფორმაციით, “ნაციონალურ მოძრაობაში” კიდევ ერთი დაპირისპირებაა – მიზეზი არჩევნების წესია. პარტიაში აზრთა სხვადასხვაობა კენჭისყრის პროცესთან დაკავშირებით გაჩნდა.
ხაბეიშვილის ფლანგი ამბობს, რომ კენჭისყრა ღია წესით უნდა ჩატარდეს და ყველასთვის ცნობილი გახდეს, ვინ რომელ კანდიდატს მისცა ხმა.
ნიკა მელიაც ამ წესით ავირჩეთ, საჯარო იყო, გამჭვირვალე, ფეისბუქით, ძალიან ბევრმა ადამიანმა მივიღეთ მონაწილეობა და შესაბამისად, მემგონი, ეს წესი პრობლემა არავისთვის არ უნდა იყოს და მე ვფიქრობ, რომ ყველა კანდიდატი თანხმდება, რომ საჯარო, ღია, გამჭვირვალე წესით უნდა იყოს ახალი თავმჯდომარე არჩეული. ეს უნდა იყოს ელექტრონული წესით გაკეთებული, – ამბობს ირაკლი ნადირაძე.
აღნიშნული წინააღმდეგი არიან ნიკა მელიას მომხრეები. ისინი ფიქრობენ, რომ ანონიმურობის გარანტია დაცული უნდა იყოს. მათი თქმით, თუ პარტიის წევრებისთვის ცნობილი გახდება ვინ ვინ მიემხრო, შესაძლოა, ეს ახალი დაპირისპირები მიზეზი გახდეს.
რა გადაწყვეტილებას მიიღებს პარტია, ჯერჯერობით უცნობია. პროცესზე სამუსაო ჯგუფი ჯერ კიდევ მუშაობს.