ნაციონალური მოძრაობის წევრ ირინა ცააძის თქმით, მას ეზიზღება იური ვაზაგაშვილი. მისი თქმით, ვაზაგაშვილი “ჩასაძაღლებელი” იყო. ამის შესახებ ცააძემ “ჯორჯიან-თაიმსი_ს ეთერში ისაუბრა.
ირინა ცააძის ძმა, გიორგი ცააძე და კიდევ 9 ყოფილი სამართალდამცველი, 2004 წელს, კორტების სპეცოპერაციის დროს მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეზე, სხვადასხვა ბრალდებებით არიან დაკავებულები.