უკრაინელი სამხედრო პოლიტიკური ანალიტიკოსი, რომან სვიტანი ამბობს, რომ ხერსონიდან რუსების მარცხენა სანაპიროზე გადასვლა შეთანხმებული იყო გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრთან და დიდი ალბათობით, რუსებს შტატებში გასვლის საშუალება მისცემს, რომლებიც ახლა მშვიდობიან მოსახლეობას არიან ამოფარებული. მისივე თქმით, ამ ოპერაციის შედეგად, რუსებმა მიიღეს რუსული ენერგომატარებლების ტრანზაქციის საშუალება და 15 მაისამდე გადაუვადეს ემბარგოს ვადა. ანალიტიკოსი ამიაკის მილსადენზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ მილსადენს, რომელიც რეალურად ახლა რუსების ხელშია, დავით არახამია მფარველობს.
„ხერსონიდან რუსების მარცხენა სანაპიროზე გადასვლა შეთანხმებული იყო გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრთან და დიდი ალბათობით შტატებში, რუსებს გასვლის საშუალებას მისცემს, რომლებიც ახლა მშვიდობიან მოსახლეობას არიან ამოფარებული და ამის გამო უკრაინულ არმიას ხელები აქვს შეკრული. პუტინმა კი მიიღო ამიაკის მილსადენი და მისი გადაქაჩვის საშუალება. ამ ოპერაციის თანახმად, რუსებმა მიიღეს რუსული ენერგომატარებლების ტრანზაქციის საშუალება და 15 მაისამდე გადაუვადეს ემბარგოს ვადა. ასევე, ყველა პორტიდან დაიძრა შეჩერებული რუსული სასუქის გადაზიდვა აშშ-ში. ახლა კი მიმდინარეობს რუსული ამიაკის საკითხის განხილვა, რომელიც ტორიაკიდან ოდესაში გადაიქაჩება მილით იქიდან კი აშშ-ში. მილის 1000 კმ უკრაინაზე გადის. ამიაკს ამერიკელები ყიდულობენ ტორეაკში, შემდეგ კი, როგორც ამერიკული ისე გაივლის უკრაინაზე. რუსი და ამერიკელი ბიზნესმენები და პოლიტიკოსები კურირებენ ამ კამპანიას. ჩვენ კი, გამოდის ბრძოლით გავათავისუფლეთ მილსადენი ამ ოპერაციისთვის. რუს ბიზნესმენებს, რომლებსაც ახლა ამერიკული პასპორტი და ბიზნესი აქვთ შტატებში ეხმარებიან ახლადგამომცხვარი უკრაინელი პოლიტიკოსები, რომლებიც ამ კამპანიას ფუთავენ ტყვეების გაცვლით. ახლა გაცვლა შეჩერებულია და შემდეგ გამოაცხადებენ ამიაკის გადაქაჩვის ოპერაციის სანაცვლოდ, რეალურად კი რუსებს ფულის შოვნაში ეხმარებიან. ამიაკის გადაქაჩვას ჩვენ მოვემსახურებით და დაიხარჯება ჩვენი ელექტროენერგია, რომელსაც ახლა რუსები გვინადგურებენ და უკრაინელი პოლიტიკოსების მსგავსი ქმედება ქვეყნის ღალატია. მათ პასუხი უნდა აგონ. ადრეც ხდებოდა ასე მთელი 8 წელი, სანამ ვეომებოდით რუსეთს 24 თებერვლამდე. პოროშენკო-მედვეჩუკი ატარებდნენ რუსულ ამიაკს და ფუთავდნენ ტყვეების გაცვლით, ახლა კი არახამია მფარველობს ამ მილსადენს. ჩვენ პირდაპირ უნდა ვკითხოთ ჩვენს სამხედრო პოლიტიკურ ხელმძღვანელობას – რატომ არ არის აქამდე აფეთქებული ამიაკის მილსადენი, რომელიც უკრაინაზე გადის და რატომ ვეფერებით მას მაშინ, როცა რუსები ანადგურებენ ჩვენს ელექტროსისტემას. ტყვეების გაცვლა ყველაზე სუფთა თემაა, რომელიც ღიად უნდა ხდებოდეს, მაგრამ ზუსტად მას იყენებენ მსგავსი ფინანსური ოპერაციების დასაფარად. ეს ამიაკიც არახამიას კისერზეა, რომელიც დიდხანს ვეღარ იმუშავებს“, – აცხადებს სვიტანი.