“ტაბულას” ხელმძღვანელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში ლევან ხაბეიშვილს აკრიტიკებს:
“იმისათვის, რომ ღორის ტილები ადამიანებს თავზე იოლად არ ააცოცდნენ, ადამიანები მედიამ უნდა დაიცვას.
მედია უნდა იდგეს ნაგაზად.
იმისათვის, რომ სიტყვას ფასი დაედოს, წარსულში და ახლა ნათქვამი ბრალდებების ახსნა მედიამ უნდა უნდა მოითხოვოს.
(ფორმულა მოითხოვს პასუხებს? – აი ამას ვგულისხმობ, როცა ჩრდილოვანი გავლენით გამოწვეულ პროფესიულ უღირსობაზე ვწერ)
ნაციონალური მოძრაობის მომავალმა თავმჯდომარემ (თუ კეზერაშვილმა მოიგო გავლენისთვის ბრძოლა), უნდა ახსნას თავისი ბრალდებები.
სულ რაღაც ხუთი წლის წინ, ეს ადამიანი ტალახს ისროდა, რომ ევროპული საქართველო და (სამწუხაროდ) მისი იმდროინდელი დონორი – დავით კეზერაშვილი ბიძინასთან გარიგებულია და ბიძინა ნებართვით გვაფინანსებს.
ბიძინასთან გარიგებაში ბრალს გვდებდა არა მხოლოდ ხაბეიშვილი, არამედ სააკაშვილი, მისი ყველა მონა და მისი მედია.
ხაბეიშვილმა უნდა უპასუხოს შემდეგ კითხვებს:
1. იყო თუ არა მართლა გარიგებული კეზერაშვილი ბიძინასთან – ახლაც გაიმეორებს თუ არა იგივე ბრალდებას.
2. თუ კეზერაშვილი ხუთი წლის წინ გარიგებული იყო, ახლა, როცა ნაცმოძრაობას ხელში ჩაიგდებს და სამეულს მიუერთებს – რატომ უფრო სარფიანად არ გარიგდება? (ან ახლაც გარიგებული ხომ არაა?)
3. თუ არ იყო გარიგებული და შეეშალა, დიდ ბოდიშს როდის მოუხდის გიგა ბოკერიას და ევროპული საქართველოს სხვა წევრებს ცილისწამებისთვის?
4. ამის შეხსენება რატომ სჭირდება, თავად რატომ არ განმარტავს წარსულ ბრალდებებს?
თუ თვლის, რომ პოლიტიკაში ცილისწამება მოსულა, სიტყვებს ახსნა არ სჭირდება და მისი ყველა სიტყვა ცილისწამებად განვიხილოთ?”
თამარ ჩერგოლეიშვილი “ნაციონალური მოძრაობის” სხვა ლიდერებსაც მედიის კონტროლსა და უპრინციპობაში ადანასაულებს:
“ეს დინოზავრებიც მაგ მოდალობას არიან მიჩვეულები – კონტროლის ქვეშ მყოფი ტელევიზიები, ვირტუალური რეალობა, დავიწყებული ცილისწამებები, კონტროლირებული ჟურნალისტების კომფორტული კითხვები, დაბლოკილი სპიკერები, დამალული სიმართლე და საღამოს ტელევიზორთან შეკრებილი ოჯახები.
ეს დინოზავრები უნდა განადგურდნენ.”
– წერს ჩერგოლეიშვილი