“პარტიის არჩევნებიო? – მთელ მსოფლიოში, იკრიბება პარტიის პოლიტსაბჭო, განიხილავენ თავმჯდომარეობის კანდიდატებს, ჯერდებიან ერთ კანდიდატზე, რომელსაც წარუდგენენ პარტ-აქტივს და საზოგადოებას. ომის პარტია ამას ვერ აკეთებს, იმიტომ რომ დაშლილია!”- ასე ეხმიანება “ქართული ოცნების” წევრი დიმიტრი სამხარაძე “ნაციონალურ მოძრაობაში” არსებულ ვითარებასა და შიდა დაპირისპირებას.
მთელსმსოფლიოში, პოლიტსაბჭოს შერჩეული კანდიდატი აირჩევა პარტიის ყრილობაზე! მკვლელების პარტია ამასაც ვერ აკეთებს, იმიტომ რომ დაშლილია!
მთელს მსოფლიოში, პარტიის პოლიტსაბჭოს შერჩეული კანდიდატის ყრილობაზე არჩევამდე, ადგილობრივ საოლქო ორგანიზაციებში ტარდება კონფერენციები და აირჩევა ყრილობაზე დამსწრე დელეგატები. ასევე, პრაქტიკაში არსებობს შემთხვევები, რომ ზოგიერთ ქვეყანაში პოლიტსაბჭო იწვევს ყრილობის დელეგატებს. ნაცმოძრაობა ამას ვერ აკეთებს, რადგან პარტია რეგიონებში და ოლქებში არ არსებობს!
ძლიერი პარტია და ერთიანი გუნდი, რომელიც ორიენტირებულია გამარჯვებაზე, ასე ირჩევს თავმჯდომარეებს, მაგრამ ნაც. მოძრაობა პარტია არასდროს ყოფილა, თქვენ ხართ რამდენიმე მოძალადის, ყოფილი ზონდერის დაჯგუფება!
ხალხი თქვენ არ გყავთ, ოფისები დაკეტილი გაქვთ, მხოლოდ მაშინ ჩნდებით, როდესაც ვინმე ტრაგიკულად დაიღუპება, ისიც იმიტომ რომ პოლიტიკური დივიდენდები მოიზიდოთ. ქვეყნის ომში ჩათრევა გინდათ, შპიონობთ სამშობლოს საწინააღმდეგოდ, დარჩით ნარკომანი ოლიგარქი კეზერას, ვანო მერაბიშვილის და ახალაიების იმედზე, მათ გამოაშკარავებულ მონებად. გაფარჩაკებული პარტიის ბოლოს ახლად მოგონილი, ფუჭი პარტიული არჩევნებით ვერ შეფუთავთ”– წერს დიმიტრი სამხარაძე.