სოფელ ჯუმათში გზის მშენებლობა იწყება – ამის შესახებ ავთანდილ თალაკვაძემ მერიის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
„ ვასრულებთ ჩვენს მიერ მოცემულ კიდევ ერთ პირობას და ვი – წყებთ ჯუმათის გზის მშენებლობის და რეაბილიტაციის მასშტაბურ პროექტს. ამ მიზნით ტენდერი იყო გამოცხადებული, უკვე გამოვლინდა გამარჯვებული კომპანია და უახლოეს პერიოდში დაიწყება სამუშაოები. ჯამში გზის რეაბილიტაციის პირველი ეტაპისთვის 2 მილიონ ლარამდე დაიხარჯება. პროექტის მეორე ფაზა კი მომავალ წელს არის დაგეგმილი და მისი დასრულების შედეგად, იქნება კეთილმოწყობილი საგზაო ინფრასტრუქტურა, რომელიც ჯუმათის უძველეს მონასტრამდე მივა.
ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელზეც ჩვენ საარჩევნო კამპანიის დროს ჩვენი 8 პუნქტიანი გეგმის ფარგლებში ვსაუბრობდით. ამ გზის რეაბილიტაციით, წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოგვარდება, რაც ხელს შეუწყობს მობილობის გაუმჯობესებას, მუნიციპალიტეტის ამ ისტორიული ადგილის განვითარებას და მეტი ტურისტის მოზიდვასაც“, აღნიშნა, ოზურგეთის მერმა.