დოდო გუგეშაშვილის პოსტი დავით არახამიას შესახებ:
“მაშინ, როდესაც გმირი მეომრები, რომლებიც უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, საკუთარ სამშობლოს იცავენ ფაშისტი პუტინის და მისი ვამპირებისაგან, ნახევარქათამა არახამია ისევ საქართველოს მიმართ ბოღმის ნთხევის მეტს არაფერს აკეთებს.
ეს ის ნახევარქათამა არახამიაა, რომელმაც 2014-2016 წლებში უკრაინის ჯარისთვის ფრონტის ხაზზე მისაწოდებელი საწვავი მიითვისა თუ გაყიდა, ვისზედაც სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული, ერთხელ წააგო და მერე სააკაშვილმა უშველა.
ხოდა, ეს ნახევარქათამა არახამია თავისნაირ ნახევარქათამებთან ერთად, რომლებიც უკრაინის უმაღლეს ხელისუფლებაში არიან მოკალათებულები, გამალებით ებრძვიან საქართველოს.
P.S. ზაპოროჟიეს სკანდალში იმასთან დაკავშირებით რომ გამქრალია უზარმაზარი რაოდენობის ჰუმანიტარული დახმარებები, რომელიც უკრაინელი გმირი მოსახლეობისთვის და ჯარისთვის იყო განკუთვნილი, არახამიას კვალს ხედავენ და ალბათ მალე ყველაფერი გაირკვევა.”- წერს დოდო გუგეშაშვილი.