რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთს შეუძლია გაზის ტრანზიტი Nord Stream-ის გაზსადენიდან შავი ზღვის რეგიონსა და თურქეთში გადაიტანოს.
„Nord Stream-ის ტრანზიტის დაკარგული მოცულობა შეგვიძლია გადავიტანოთ შავი ზღვის რეგიონში და გავხადოთ ძირითადი მარშრუტი თურქეთის გავლით ევროპაში ჩვენი ბუნებრივი აირის მიწოდებისთვის, თუ, რა თქმა უნდა, ჩვენი პარტნიორები დაინტერესდებიან ამით“, – განაცხადა მან.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ასეთ გადაწყვეტას აქვს ეკონომიკური მიზანშეწონილობა და გარდა ამისა, ამ მარშრუტზე უსაფრთხოების დონე გაცილებით მაღალია.
„ბურთი ახლა ევროკავშირის მოედანზეა. თუ უნდათ, ონკანი მოუშვან და ეს არის. ჩვენ არავის არაფერში ვზღუდავთ, მათ შორის მზად ვართ, [ევროპას] მივაწოდოთ [ენერგორესურსების] დამატებითი მოცულობა შემოდგომა-ზამთრის პერიოდში“, – განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.