ჩვენ ბიძინა ოლიგარქზე კი არ ვსაუბრობთ, არამედ მოვლენა ოლიგარქია, ისევე, როგორც კორუფცია, ქურდობა, ძალადობა უნდა ამოიძირკვოს,- ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა.
„ივანიშვილთან ჩვენი პოლიტიკური კონტრაქტი გულისხმობდა იმას, რომ ივანიშვილი მიდიოდა პოლიტიკიდან და ქვეყანაში მრავალპარტიული კვალიფიციური მმართველობა დამყარდებოდა. ივანიშვილმა ეს ვერ მოახერხა. ოლიგარქი ეს არ არის ივანიშვილის ახალი გვარი. ბიძინა ოლიგარქზე კი არ ვლაპარაკობთ, ოლიგარქია, ისევე, როგორც კორუფცია, ქურდობა, ძალადობა არის მოვლენა, რომელიც უნდა ამოიძირკვოს“, – აღნიშნა უსუფაშვილმა.