ჩვენი ოპოზიციური პოლიტიკური კლასის უბედურება ისაა, რომ უმრავლესობამ ძალიან, ძალიან კარგად იცის რომ სააკაშვილის აქციაზე ხსენება, აქციის კრახის ტოლფასია, – ამის შესახებ „ტაბულას“ რედაქტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი წერს. შესაბამისი სტატუსი მან Facebook-ზე გამოაქვეყნა.
„არც მათ მოსწონთ 20 ცალი მიშისტი ბანდერლოგი რომ მათზე ძალადობს და მიშას ბანერს ატენის ყველა კადრში, იმისთვის რომ მიშამ (რომელსაც საქართველო აღარ აინტერესებს, მისივე მტკიცებით) საკუთარი ჯიბის ტელევიზიით ნახოს, რომ მისთვის აქციები ეწყობა და ჰალუცინაციების კვება განაგრძოს.
მაგრამ ხმის ამოღებაში ხელს საკუთარი უტვინობა და სიხარბე უშლით.
სიხარბე იმიტომ, რომ 5 ნომრის 30 პროცენტს უყურებენ და უმსგავსობასთან შეგუებით უნდათ ლუკმის აღება.
უტვინობა იმიტომ, რომ ჰგონიათ მასე დაითრევენ ლუკმებს. რეალობა კი ისაა, რომ მაგ 30 პროცენტს ის წაიღებს, ვინც მიშას გაწევს და ბიძინას ალტერნატივად იქცევა. ანუ დეგრადირებული და ჭკუასუსტი პოლიტიკური კლასია დამნაშავე იმაში, რომ პოლიტიკური პროცესი სააკაშვილით პარალიზებულია.
მე, ჩვენი გუნდის სახელით იმას გპირდებით რომ ამ უტვინო გათვლებს არასოდეს ავყვებით და ეს ბანდერლოგები ჩვენთან ხმას ვერ ამოიღებენ.
p.s. რომ მოვიგებთ, მიშას გავათავისუფლებთ აუცილებლად და თავისუფლად იცხოვრებს იმ ქვეყანაში, რომელიც საქართველოსავით არ დავიწყებია და რომლის მოქალაქეობაც მისთვის უფრო ძვირფასია.
და კიდევ ერთი, რომელიმე ჟურნალისტს ეგებ ეყოს გამბედაობა და ქალბატონი გიული რომ ქართულ საზოგადოებას მიშასადმი გულგრილობის გამო მოანაგავებს, ჰკითხოს – თუ თავად სააკაშვილს აღარ აინტერესებს საქართველო, ქართველი ხალხი მისით რატომ უნდა დაინტერესდეს?
თუ მაგ კაცს საქართველო მხოლოდ მაშინ აინტერესებს, თუ ხალხი მის სახელს სკანდირებს, ქართველ ხალხს ეგ ტიპი რატომ უნდა აინტერესებდეს, ან რატომ უნდა აღელდეს მის გამო?“, – წერს ჩერგოლეიშვილი.