“ქრონიკა პლიუსის” მფლობელი ელისო კილაძე სოციალურ ქსელში ოპოზიციას აკრიტიკებს და ჩუკენობაში ადანაშაულებს:
“1000 ლარს რომ გადაიხდის რუსი მოსაკრებელს,ოკუპანტი აღარ იქნება ?!
ეი,თქვენ მანდ ოპოზიციაში,რას ჩუკენობთ ?!
გული მერევა
ცხელი არა,მაგრამ მზიანი სექტემბერი მიილია.
აქციებს,ცეცხლის დანთებას,საგამოძიებო კომისიებს და ოცნების დამთავრებას რომ ხალხი გვპირდებოდით,საით ხართ ?!
ოქტომბერიც თბილია და მერე ნოემბერში სიცივეები იწყება-გაგაფრთხილეთ მაინც !” – წერს კილაძე