ამ დროისთვის კეზერაშვილი არის რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი ფინანსური დონორი და მან გადაწყვიტა მელიას გვერდის ავლით „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებული პირების და ორგანიზაციების დაფინანსება, რაც გახდა დაპირისპირების წამაქეზებელი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„არის ოლიგარქების ინტერესები, მაგალითად ბოლო დღეებში განსაკუთრებით გამოიკვეთა ერთ-ერთი ოლიგარქის კეზერაშვილის ინტერესები, მეორე ოლიგარქი სააკაშვილის ინტერესები, რომელიც ცალკე იკვეთება და არის ამ ინტერესების დაპირისპირება, რაც ძალიან კარგია. ქვეყანაში არსებულმა პოლარიზაციამ გადაინაცვლა „ნაცმოძრაობის“ შიგნით, რაც ხელს შეუწყობს პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.