ნინო ლომჯარიამ სახალხო დამცველის არჩევის წესთან დაკავშირებით პოზიცია შეცვლა. ომბუდსმენი აცხადებს, რომ პარლამენტმა მისი შენიშვნები გაითვალისწინა და წესი მომავალშიც ძალაში უნდა დარჩეს
„მივესალმები იმას, რომ საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველის არჩევის წესი გაწერა. ეს იყო ჩვენი ძალიან დიდი ხნის მოთხოვნა. თუმცა, ცუდია, რომ ეს წესი არის ერთჯერადი. ყველა საერთაშორისო სტანდარტი ამბობს, რომ ეს უნდა იყოს მუდმივმოქმედი წესი. რა თქმა უნდა, ყველაზე მთავარი არის ის, რომ არჩეული იყოს რეალურად დამოუკიდებელი, კვალიფიციური კანდიდატი“, – აცხადებს ლომჯარია.