„თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, შეერთებული შტატებისგან გადამწყვეტ პასუხს მიიღებს“, – ამის შესახებ თეთრი სახლის მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა „ეიბისისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ვაშინგტონი აქტიურად მუშაობს იმისათვის, რომ მოსკოვმა კატასტროფული ნაბიჯი არ გადადგას, თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი წითელ ხაზს გადაკვეთს, ამას შეერთებული შტატებისგან გადამწყვეტი პასუხი მოჰყვება.
„ჩვენ გვსურს, გავაგებინოთ მათ, რომ კატასტროფული შედეგები იქნება, მაგრამ არ გვსურს, რიტორიკულ თამაშებში ჩავერთოთ. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც აუცილებელია, რომ რუსეთი ამ ნაბიჯის გადადგმისგან შევაკავოთ და თუ ამას მაინც გააკეთებენ, ჩვენ გადამწყვეტად ვუპასუხებთ“, – აცხადებს სალივანი.