

კარგია, რომ საქართველოს დამოკიდებულების ხარისხი რუსეთიდან იმპორტირებულ ბუნებრივ აირზე მინიმალურია, რადგან ევროპაში იანვარი-ივნისის მდგომარეობით გაზის ფასები 4-ჯერ არის გაზრდილი, საქართველოში კი მისი ტარიფი ამ დრომდე სტაბილურია, – ამის შესახებ Facebook-ზე ექსპერტი თამთა მეგრელიშვილი წერს.
„უნგრეთში, სლოვენიაში, ჩეხეთში, იტალიაში, თურქეთში და სხვაგან არასანქცირებული რუსული ნავთობის იმპორტი გაიზარდა, რადგან საერთაშორისო ბაზარზე საფასო სხვაობა რუსულ და სხვა ნავთობს შორის საშუალოდ ბარელზე 45% – ით, 30 დოლარზე მეტია.
ბევრად იაფი რუსული ნავთობპროდუქტების იმპორტის გარეშე, საქართველოში ბენზინის ფასი საშუალოდ 60 თეთრიდან 1 ლარამდე გაძვირდებოდა. საფასო სხვაობის გათვალისწინებით საქართველოში კერძო სექტორის და მომხმარებლების დანაზოგი ნავთობპროდუქტების იმპორტზე ნახევარ მილიარდ ლარს აჭარბებს.
კარგია, რომ საქართველოს დამოკიდებულების ხარისხი რუსეთიდან იმპორტირებულ ბუნებრივ აირზე მინიმალურია, რადგან ევროპაში იანვარი-ივნისის მდგომარეობით გაზის ფასები 4-ჯერ არის გაზრდილი, საქართველოში კი მისი ტარიფი ამ დრომდე სტაბილურია.
24 თებერვლის შემდეგ ევროკავშირმა რუსეთისგან ენერგომატარებლების შეძენაში 91.5 მილიარდი ევრო გადაიხადა (ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შესაძენად 51.6 მილიარდი ევრო), ჯამში 158 მილიარდი ევრო – აღნიშნულ შემოსავლებში ევროკავშირის წილი 54%-ია.
