ტვ “პირველი” უდანაშაულო ადამიანის ცოლს სახლში მიუვარდა და მის ქმარს ბანკის მძარცველობა დააბრალა. ტელეკომპანია “პირველის” ჟურნალისტები და მთავარი სახე საზოგადოებას არწმუნებდა, რომ ქუთაისში საქართველოს ბანკში შეჭრილი მძარცველი ვინმე დათო იყო, რომლის საცხოვრებელი სახლი ტელეკომპანიის ჟურნალისტმა პირდაპირ ეთერში აჩვენა და ვინმე დათოს ტერორისტობა დააბრალა. ჟურნალისტი დიდი სიამაყით აცხადებს, რომ დათოს ცოლსაც გაესაუბრა. სინამდვილეში კი, ბანკის მძარცველი 1985 წელს დაბადებული გრიგოლ ნარსიაა.