„ქრონიკის“ ინფორმაციით, ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე, კიკვიძის ბაღის მიმდებარედ, „საქართველოს ბანკის“ ფილიალიდან რამდენიმე მძევალი გათავისუფლებულია. გათავისუფლებულთა ზუსტი რაოდენობა ამ დროისთვის უცნობია.
ბანკის ფილიალში შეიარაღებული პირი დღეს დილით შეიჭრა. ის 2 მილიონ დოლარს ითხოვდა და აცხადებდა, რომ ბანკში ასაფეთქებელი მოწყობილობები დაამონტაჟა. შსს-ს ინფორმაციით, თავდაპირველად, თავდამსხმელს 12 მძევალი ჰყავდა აყვანილი.
ადგილზე ჩავიდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური